რეფლექსია ჩატარებულ
გაკვეთილზე
ჩავატარე გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტარატურაში
მეშვიდე კლასში, თემაზე თათქარიძეობა-,,საზოგადო ჭირი“. გაკვეთილი მიზანი გამოხატავდა
იმას, რაც სწავლის პროცესში უნდა მიღწეულიყო,
ანუ რა ცოდნა და უნარ-ჩვევები შეეძინათ მოსწავლეებს.
სასწავლო მიზანმა განსაზღვრა სასწავლო აქტივობის
შინაარსი, მისაღწევი შედეგები და თემის გაშლა მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით. მათ
შეძლეს დამაჯერებლად, არგუმენტირებული მსჯელობით აეხსნათ თუ რისთვის, რა მიზნით დაწერა
ილიამ ნაწარმოები ,,კაცია -ადამიანი?!“. რაზე უნდა დაფიქრდეს მკითხველი.
გაიხსენეს, აღწერეს, იმსჯელეს ლუარსაბის გარეგნობასა
და ხასიათის თვისებებზე. შეაფასეს ილიას დამოკიდებულება პერსონაჟისადმი. შეძლეს განემარტათ
პერსონაჟის -ლუარსაბის ქცევის მოტივი , (რაა
მისი ზრუნვის საგანი? რატომ , როგორ ცხოვრებას ეწევიან მეუღლეები?).
კარგი იყო, რომ შეძლეს პერსონაჟის ქცევის მოტივის
დაკავშირება საკუთარ თავთან ( ამდენი სიმდიდრის პატრონი მე როგორ მოვიქცეოდი? კითხულობს
კლასი ერთერთი მოსწავლე).
გამოვიყენე კითხვა-პასუხის, სოკრატული დიალოგის,
ინდუქციური, ჯგუფური მუშაობის მეთოდები.
ვცდილობდი მათთვის მხოლოდ ფასილიტატორი ვყოფილიყავი.
ვეხმარებოდი მხოლოდ საჭიროების დროს სათანადო
მინიშნებებით, რათა ეფიქრათ, ეაზროვნათ დამოუკიდებლად.
მოსწავლეებმა ხალისიანად შეავსეს აზრობრივი რუკა
ლუარსაბის გარეგნობაზე. გამოიყენეს ავტორისეული სიტყვები. დაასკვნეს: ლუარსაბი ფიზიკურად
გადაგვარებულია.
გაკვეთილი მიმდინარეობდა შეუნელებელი ინტერესით,
სუფევდა თვითრეგულირებადი დისციპლინა, ყველამ იცოდა რა უნდა ეკეთებინა, ინსტრუქცია
იყო მკაფიო და ნათელი. შეავსეს პერსონაჟის რუკები.
მოსწავლეებმა მიზნობრივი კითხვების დასმითა და პასუხების გაცემით შეძლეს ინფორმაციიის კლასიფიკაცია,
ანალიზი, შეფასება და სინთეზი პრობლემის გადასაჭრელად.
მატ კარგად გაიაზრეს, რომ ლუარსაბი სახეა უმოქმედობისა
, ადამიანის ვიზუალურად და სულიერად გადაგვარებისა.
ჩამოაყალიბეს შეხედულება ცხოვრების საზრისზე ,
უარყოფითს დაუპირისპირეს დადებითი. ერთხელ კიდევ დაადასტურეს ილიას ბრძნული სიტყვების
მნიშვნელობა: ,,ერთადერთი ნამუსიანი სახსარი ცხოვრებისა გარჯაა და მუშაობა“.
მოსწავლეებთან ერთად შევაჯამე და შევაფასე გაკვეთილი,
მივეცი განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება, ხოლო მოსწავლეების ურთიერთშეფასებამ
ერთხელ კიდევ დამარწმუნა, რომ მათი შეფასება სანდო , უტყუარი და ობიექტურია. იგი ხშირად
მასწავლებლის შეფასებას ემთხვევა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ასეთი მიდგომა
მასწავლებელს სხვა ბევრი ჩანაწერების გაკეთებისაგან ანთავისუფლებს.
გაკვეთილის ბოლოს ჩაიწერეს საშინაო დავალება;
ფლიპჩარტზე ჩამოწერილი საკითხებიდან უნდა ერჩიათ ერთი და დაეწერათ მცირე ესე, რომელსაც
ისინი მომდევნო გაკვეთილზე წარადგენენ და კლასის წინაშე წაიკითხავენ. დავურიგე თვითშეფასების
კითხვარები.
გაკვეთილი დამთავრდა დადებითი ემოციებით. დრო რაციონალურად
გამოვიყენე. გეგმის მოდიფიცირება არ დამჭირვებია.
მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ მიზანს მივაღწიე,
მომავალში დამჭირდება მარალი სააზროვნო უნარების
განვითარებაზე მეტი მუშაობა, რადგანაც ჩატარებულმა გაკვეთილმა მიჩვენა რომ ორ მოს3წავლეს
გაუჭირდა საკუთარი შეხედულებების მყარად ჩამოყალიბება.
No comments:
Post a Comment