Monday, 24 June 2019

მიმდინარე წლის 20 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით განხორვიელებული სასწავლო პროექტის რეფლექსია

          პროექტი ერთ-ერთი სასწავლო მეთოდია. იგი ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, მათი შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენასა და რეალიზებას. 
     პროექტი დიფერენცირებული სწავლების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. დიფერენციაცია ნიშნავს დავალების შესატყვისობას მოსწავლეთა მოთხოვნილებებსა და მათ შესაძლებლობებთან. პროექტის განხორციელების პროცესში კი ნებისმიერი მოსწავლე ჩართულია სწორედ მისი ინდივიდუალური სწავლის სტილის მიხედვით. 
   მერვე კლასის ინიციატივა სკოლის მუზეუმის განახლებაზე იყო მოტივი, რომელმაც მიბიძგა მათივე მონაწილეობით გამეკეთებინა  პროექტი, რომელმაც ერთხელ კიდევ აამეტყველა ჩვენი მხარეთმცოდნეობის სასკოლო მუზეუმი. მასწავლებლებს კი საშუალება მიეცათ ჩაეტარებინათ გაკვეთილი, გამოეყენებინათ როგორც რესურსი. მუზეუმი შეივსო მოსწავლეთა მიერ სოფელში მოძიებული ძველი ნივთებით.  პრეზენტაციამ საინტერესოდ ჩაიარა. გადავიღეთ ფოტოები მასწავლებლებთან და მშობლებთან. შეიქმნა სკოლის მუზეუმის ინტერნეტ-გვერდი სოციალურ ქსელში, სადაც შემოგთავაზებთ მუზეუმის მუშაობასთან დაკავშირებულ ყველა სიახლეს. 
     პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეებს განუვითარდათ ერთმანეთთან თანამშრომლობის, კომუნიკაციის, შემოქმედებითი, ანალიტიკური, პრეზენტაციის უნარები. ასევე ისწავლეს წარსულისადმი პატივისცემა და კარგად გაერკვნენ მუზეუმის სპეციფიკაში.
   პროექტი განხორციელდა 2019 წლის 20 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით.

No comments:

Post a Comment