გაკვეთილის გეგმა
N1
მასწავლებლის სახელი
გვარი : ზოია ფიჩხაია
პ/ნ 29001020794
ჩატარების ადგილი :სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ
ლეხაინდრაოს საჯარო სკოლა
ჩატარების დრო :
21.05. 2019 წ.
საგანი :ქართული ენა და ლიტერატურა
გაკვეთილის ტიპი :
სამოდელო (პრობლემაზე ორიენტირებული )
სწავლების საფეხური : საბაზო
კლასი - მე-7
მოსწავლეთა რაოდენობა -9 ( სსსმ მოსწავლე კლასში არ
ირიცხება )
გაკვეთილის თემა : თათქარიძეობა -„საზოგადო ჭირი“
გაკვეთილის მიზანი : 1.აღწერენ და გაიგებენ პერსონაჟისადმი
ავტორის დამოკიდებულებასა და განწყობას .
2.შეაფასებენ პრობლემას არგუმენტირებული მსჯელობით აანალიზებენ
და აღმოაჩენენ პრობლემის გადაჭრის გზებს
3.გამოიმუშავებენ გამართულად არგუმენტების მოხმობით
წერის მაღალ კულტურას .
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგი /ინდიკატორი
ქართ VII.3
მოსწავლე ცვლის სამეტყველო ქცევას საკომუნიკაციო ამოცანისა
და აუდიტორიის გათვალისწინებით .შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე :კითხვის დროს ინტონაციის
საშუალებით გადმოსცემს ნაწარმოებში ასახულ განწყობას და ტექსტის შინაარს შესაბამისად
ცვლის მეტყველების ტემპს ,ხმის ტემბრს და სიმაღლეს .
ქართ VII.4.
მოსწავლე მონაწილეობს საკლასო და სასკოლო დისკუსიებში
.
შედეგი თვალსაჩინოა , თუ მოსწავლე :ჯგუფთან ერთად ამზადებს
სადისკუსიო გამოსვლას ,დამოუკიდებლად დაამუშავებს თვალსაზრისს ,რომელსაც გააცნობს და
შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს ;გამოდის წყვილის ,ჯგუფის თუ კლასის მომხსენებელს როლში
და ითვალისწინებს ,გამოხატავს მათ საერთო აზრს .
დამაჯერებლად იცავს საკუთარ აზრს ,მაგრამ არ ცდილობს
დომინანტური პოზიციის დაკავებას ;
ქართ VII.7.
მოსწავლე კითხულობს ტექსტებს ,გამოხატავს და ხსნის საკუთარ
დამოკიდებულებას .შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ამოიცნობს ტექსტის მიზანს (რისთვისაა
ტექსტი დაწერილი ) ; საუბრობს იმის შესახებ რაზე დააფიქრა წაკითხულმა .
აფასებს პერსონაჟის მოქმედებას ,ახასიათებს მათ საქციელისა
და მეტყველების მიხედვით
აფასებს მთხრობელის ან სხვა პერსონაჟების დამოკიდებულებას
კონკრეტული გმირის მიმართ ;
განმარტავს პერსონაჟის ქცევის მოტივს ,უკავშირებს საკუთარ
გამოცდილებას („მე როგორ მოვიქცეოდი „..) და ცდილობს მათი ქცევის პროგნოზირებას განსხვავებულ
სიტუაციაში („რა იქნებოდა რომ ...“)
ქართ VII.8.
მოსწავლე ამოიცნობს ტექსტის შესაბამისობას კონკრეტულ
მიზანსა და აუდიტორიასთან
.შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე :მსჯელობს სათაურისა და ტექსტის ურთიერთმიმართებაზე
(მაგ. დაეხმარა თ არა სათაური სიუჟეტის ამოცნობაში );
განსაზღვრავს ძირითად იდეას და განმარტავს როგორ უწყობს
ხელს სხვადასხვა მხატვრული მეთოდი ძირითადი იდეის წარმოჩენას (რა ეფექტს ახდენს სათაური)
ფაქტებს ეფუძნება თ მოსაზრებებს მონათხრობი
გამომუშავებული უნარ-ჩვევები
ლოგიკური მსჯელობის, ხატოვანი მეტყველების ,მხატვრული
და რეფლექსური აზროვნების უნარი ;
არსებული სინამდვილის შეცნობის ,პერსონაჟის შეფასების
და საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვის უნარი;
ინფორმაციის დახარისხების ინტერპრეტაციის ანალიზისა
და დასკვნების გაკეთების უნარი ;
აქტიური ცხოვრებისეული პოზიციის ,ქვეყნის მომავლისადმი
სწორი ,ოპტიმისტური დამოკიდებულების გამოხატვის უნარი .
N
|
აქტივობა
|
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზაციის ფორმა /ფორმები
|
სასწ.რესურსები
|
დრო
|
1
|
კლასში პოზიტიური ,ემოციურად უსაფრთხო სასწავლო გარემოსა და განწყობის
შექმნა .საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ მოსწავლეები გამოხატავენ დამოკიდებულებას
საგაკვეთილო პროცესის მიმართ (არავერბალურად
,ცერა თითს გამოყენებით )
|
ვერბალურად ,არავერბალურად (სხეულის ენა )“ცერები „
|
მთელი კლასი
|
საკლასო ჟურნალი ,კალამი
|
1 წთ
|
2
|
აქტივობა 1
გაკვეთილის ტემის მიზნის განსაზღვრა („თათქარიძეობა -საზოგადო ჭირი
„)
ყურადღება გამახვილდება თემის მნიშვნელობასა და ღირებულებაზე ,(ლუარსაბი
საზოგადო ჭირად ,ქვეყნის დამღუპველ მოვლენად იქცა ,იგი ხომ ერთი არ იყო ,ლუარსაბი
ათასსა გავდა ,ათასი კიდე ლუარსაბსა ).
შევახსენებ ქცევის წესებს და შეფასების რუბრიკებს .
გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს ექნებათ მოტივაცია
ახალი ცოდნის მიღებისათვის დაიცავენ კლასში ქცევის წესებს .ეცოდინებათ შეფასების
კრიტერიუმები . მოსწავლეთა ცნობიერება წარიმართება
კონკრეტული ინფორმაციის ,ახალი უნარჩვევების დაუფლებისკენ
|
მინი ლექცია
|
მთელი კლასი
|
გაკვეთილის თემა და მიზანი ფლიპჩარტზეა გაწერილი, ქცევის წესები ,შეფასების
რუბრიკები გაკრულია კედელზე .მაგნიტური დაფა ,სახელმძღვანელო, ცარცი დაფა
|
5 წთ
|
3
|
აქტივობა 2
წინარე ცოდნის გააქტიურება , აზრობრივი რუკის შევსება წრეში ჩაიწერება
:ლუარსაბის გაიხსენებენ და აღწერენ ავტორისეული სიტყვებით (გამოიყენებენ ტექსტს)ლუარსაბის
პორტრეტს ,შეჯამდება პასუხები მოსწავლეები დაასკვნიან ,რომ ლუარსაბი ფიზიკურად გადაგვარებულია
.მას ადამიანის სახე არ აქვს ,ხორცად ქცეულა
|
ვერბალური ახსნა
კითხვა-პასუხი ზეპირად
ეფექტური უკუკავშირი „ცერები“
|
მთელი კლასი
|
ფლიპჩარტი, მარკერები ,სამუშაო ფურცლები, სახელმძღვანელო კალმები ,წინარე
ცოდნა
|
7 წთ
|
4
|
აქტივობა 3
კითხვები ლუარსაბის ხასიათის თვისებების წარმოსაჩენად
გაიხსენეთ და აღწერეთ ლუარსაბის სახლ-კარი და უპასუხეთ კითხვებს : როგორია
ლუარსაბის ეზო ,სახლი, ოთახები ,ნივთები და რა შთაბეჭდილებას ტოვებს თქვენში?
აღწერეთ ლუარსაბის მეუღლის, დარეჯანის გარეგნობა ;შეადარეთ დარეჯანი
ლუარსაბს და გადმოეცით თქვენი სიტყვებით გარეგნობით ,გონებრივად , მეუღლეები (ლუარსაბი
და დარეჯანი )ემსგავსებიან ერთმანეთს თუ განსხვავდებიან ?
რა არის მათი ზრუნვის საგანი ?
ლუარსაბი მდიდარია ?იქნებ ღარიბია ?
რატომ არის სახლკარი გავერანებული ?
როგორია ლუარსაბის შეხედულება სწავლაზე ?
როგორ ცხოვრებას ეწევიან ?
(ბუზების თვლა ,მხოლოდ სმა ჭამაზე ფიქრი წარმოადგენდა მათ „სასიცოცხლო
პრობლემას „ ).
რა ბრალდებას უყენებს მწერალი ლუარსაბს ?
„რას უნდა გექნა ის კი გიქნია ?“
რატომ არ აკმაყოფილებს მწერალს ლუარსაბის პასუხი ?იქნებ აკმაყოფილებს
?
მოსწავლეები დაასკვნიან ,რომ ლუარსაბი ფიზიკურად და გონებრივად გადაგვარებულია
.ამიტომაა ლუარსაბი საზოგადო ჭირი ,ეს ქვეყნისთვის დამღუპველი მოვლენაა .მოსწავლეები
დამაჯერებლად იმსჯელებენ ,რომ სხვისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება ილიამ მკითხველს
დაანახა და დააფიქრა :ნუთუ ლუარსაბ თათქარიძე მართლაც კაცია ,ადამიანი ?! მწერალმა გაბედულად აღიმაღლა ხმა „საზოგადო ჭირის“ წინააღმდეგ და ამხილა ის მანკიერებანი
,რომელთა აღმოფხვრითაც კაცად იქცევა ადამიანი .ეს საზოგადო პრობლემა ჩვენ მკითხველებს
არ აღმოგვიჩენია , თათქარიძეობა ,რომ საზოგადო ჭირია ,ეს პრობლემა ილიამ გამოამზეურა
თავისი ბასრი კალმით .
როგორია დღეს ქვეყანაში მდგომარეობა ?როგორ დავძლიოთ ეს „საზოგადო ჭირი“,
რომელიც დრეს შეიძლება გვაქვს სხვადასხვა ფირმით ?რა გესახებათ მთავარ გზად პრობლემის
გადასაჭრელად ?რა უნდა შეძლოთ თქვენ ?
|
სოკრატული დიალოგი
არგუმენტირებული მსჯელობა
|
მთელი კლასი
|
გამოსაძახებელი ჩხირები
|
15 წთ
|
5
|
აქტივობა 4
ჯგუფური მუშაობა
მოსწავლეებს დავალება მიეცემათ ჯგუფური მუშაობისთვის
შევახსენებ ჯგუფური მუშაობის წესებს (შეფასების რუბრიკებს)
დაურიგდებათ პერსონაჟის სვეტებიანი რუკები ,სადაც ლუარსაბის ხასიათის
თვისებებს ,წინა აქტივობაზე შეჯერებულს ინდივიდუალურად ჩამოწერენ ,ხოლო შემდეგ ჯგუფებში
ჩამოაყალიბებენ თავიანთ შეხედულებებს ,გაანალიზებენ შეაფასებენ პრობლემას ,ლუარსაბის
უარყოფით თვისებებს დაუპირისპირებენ თანამედროვე წარმატებული და აქტიური ადამიანის
თვისებებს და მოახდენენ სინთეზირებას .კერძოდ ,შეიქმნიან მყარ შეხედულებებს ცხოვრების
საზრისზე ,დაასკვნიან კიდევ ერთხელ :სიზარმაცე ,უსწავლელობა ,უმოქმედობა ,მხოლოდ
წარსულით ტკბობა ,შური დასაგმობია .ასევე დასაგმობია და საშიში ისეთი ადამიანი ,რომელიც
მოყვარეს ცუდს უქებს და ,პირიქით, პატივსაცემი და სანდოა ვინც მოურიდებლად პირდაპირ
ცუდს უწუნებს, რათა „გაისწოროს“ .(„მოყვარეს პირში უძრახე ,მტერს პირს უკანაო „)
ეს კი თითოეულის და ყველას საქმეა ,უარყოფითის ,მანკიერების ,ნაკლოვანებების
მოშორება ჩვენ უნდა შევძლოთ შრომით ,გარჯით რათა ურგები კვალი ყველგან წაიშალოს
(გაიხსენებენ ილიას სიტყვებს შრომასა და გარჯაზე გაკრული ტაბულიდან )ზნეკეთილობით
,აქტიურობით ,სიახლის დანერგვით ,ცოდნით ,სიმდიდრის გამოყენების უნარით .მოსწავლეები
შეძლებენ საკუთარი და სამშობლოს მომავლის შექმნას .
პრეზენტაციას დავალების შესრულებაზე სამივე ჯგუფის ლიდერები ,პრეზენტატორები
გააკეთებენ .შეკითხვების დასმით და განსხვავებული მოსაზრებებით შეავსებენ ერთმანეთის
საპრეზენტაციო მასალებს
|
ჯგუფური მუშაობა
პრეზენტაცია ,ვერბალური ახსნა ჯგუფური მუშაობაზე დაკვირვება ეფექტური
უკუკავშირისთვის
პრეზენტაცია ეფექტური უკუკავშირი
|
3 ჯგუფი
პრეზენტატორები
|
პერსონაჟის რუკები .ფლიპჩარტები ,კალმები ,მარკერები ,სამუშაო ფურცლები
,სახელმძღვანელო
ტაბულა „ერთადერთი ნამუსიანი სახსარი გარჯაა და მუშაობა“ ილია
მასწავლებელი ,მოსწავლეები ,პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
|
10 წთ
|
6
|
აქტივობა 5
შეჯამება-დასკვნა
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს ,კლასს/მოსწავლეს აძლევს განმავითარებელ
და განმსაზღვრელ შეფასებას ეტაპობრივად მიღებული შეფასებიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე
,შეფასების რუბრიკების გამოყენებით.
მასწავლებელი და მოსწავლეები ერთად აფასებენ გაკვეთილს
გამოყენებულია შეფასების შემდეგი ფორმები :1.ურთიერთ შეფასება ;
2.განმავითარებელი შეფასება ;3 განმსაზღვრელი შეფასება ;4.თვითშეფასება
|
შეჯამება -შეფასება
|
მთელი კლასი
|
მასწავლებელი ,მოსწავლე ,შეფასების რუბრიკები
|
5 წთ
|
7
|
აქტივობა 6
მიღებული ცოდნის განმტკიცების მიზნით მოსწავლეებს ეძლევათ წერითი დავალება
,აირჩონ და დაწერონ შემდეგი დასახელების ერთ მცირე ესე :
1 თათქარიძეობა -ეროვნული უბედურება;
2.“კაცად მაშინ ხარ საქები ...“
3.ქვეყანას ბუნებრივი სიმდიდრე არ აკლია მაგრამ ...
4 .ფიქრები მომავალზე
5 ლუარსაბის სიმდიდრე დღეს, რომ მქონდეს ...
მოსწავლეები არჩეულ თემებზე დაწერენ დავალებებს ,წარმოადგენენ მომდევნო
გაკვეთილზე და წაიკითხავენ კლასის წინაშე
|
ინსტრუქტაჟი
|
მთელი კლასი
|
დავალება გაწერილია ფლიპჩარტზე
|
2 წთ
|
ურთიერთშეფასების რუბრიკა
სახელი, გვარი
კითხვები
|
შემოხაზეთ
|
თქვენი აზრით, როგორ შეასრულა თქვენმა მეგობარმა დავალება?
|
·
კარგად
·
ნაწილობრივ შეასრულა
·
არ მომწონს
|
რა გაუჭირდა თქვენს მეგობარს ყველაზე მეტად?
|
·
შინაარსის გადმოცემა
·
სიტყვათა მართლწერა; მხატვრული ფუნქცია;
·
ახალი ლექსიკური მარაგის გააქტიურება
|
ემთხვევა თუ არა თქვენი შეფასებები ერთმანეთს?
|
·
დიახ
·
არა
·
ნაწილობრივ
|
ემთხვევა თუ არა თქვენი შეფასებები მასწავლებლის აზრს?
|
·
დიახ
·
არა
·
ნაწილობრივ
|
მოსწავლის თვითშეფასების რუბრიკა
სახელი, გვარი
N
|
კრიტერიუმები
|
ყოველთვის
|
ზოგჯერ
|
არასდროს
|
1
|
გაკვეთილზე ყურადღებით ვარ
|
|
|
|
2
|
მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს ვპასუხობ
|
|
|
|
3
|
არ მერიდება საკუთარი აზრის ხმამაღლა გამოთქმის
|
|
|
|
4
|
ყურადღებით ვისმენ სხვის აზრს
|
|
|
|
5
|
მარტო მუშაობაზე მეტად ჯგუფებში მუშაობა მეხალისება
|
|
|
|
6
|
როდესაც რამეს ვერ ვიგებ, ვეკითხები მასწავლებელს ან კლასელს
|
|
|
|
7
|
გაკვეთილზე ხელს არ ვუშლი კლასელებს
|
|
|
|
8
|
მუშაობის დაწყების წინ ვინიშნავ დროს და ვცდილობ მას არ გადავაცილო
|
|
|
|
მსჯელობის შეფასების
რუბრიკა
სასწავლო უნარები
|
1-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
თემისა და
პრობლემის განსაზღვრა
|
ვერ საზღვრავს
კონკრეტულ თემატიკას და პრობლემას
|
დახმარების
საშუალებით შეუძლია რამდენადმე მიუახლოვდეს სამიზნე თემას
|
არასრულფასოვნად
აყალიბებს თემატიკასა და პრობლემას
|
საზღვრავს მიზანს,
მსჯელობს პრობლემაზე, მოჰყავს არგუმენტები
|
ანალოგიებისა და
ლიტერატურული პარალელების განსაზღვრა
|
არ შეუძლია
ანალოგიებისა და ლიტერატუტული პარალელების ამოცნობა
|
დახმარების
შედეგად ამოიცნობს
ლიტ.პარალელებს
|
შეუძლია
დამოუკიდებლად განსაზღვროს ანალოგიური თემები და იდეები, მოჰყავს მაგალითები
|
მასალა კარგად
აქვს მომზადებული, შეუძლია მაგალითებისა და ლიტერატურული პარალელების შესახებ
მსჯელობა და სათანადო დასკვნების გამოტანა
|
ტექსტის მხატვრული
გააზრებ
|
არ იცნობს ტროპის
სახეობებს, ვერ არკვევს ლიტ-ის მხატვრულ ფუნქციას
|
მითითების
მიხედვით ცდილობს, ამოიცნოს რომელიმე მხატვრული სახე, შეუძლია პეიზაჟისა და
ეპითეტის ამოცნობა
|
შეუძლია ძირითად
მხატვრულ საშუალებათა იდენტიფიცირება
|
მსჯელობს ტროპის
სახეობათა თავისებურებაზე,
არკვევს მათ
მხატვრულ ფუნქციას
|
პრეზენტაცია
|
თემას ვერ
წარმოადგენს ნათლად და გასაგებად, კითხვებზე ვერ პასუხობს ადეკვატურად
|
ინფორმაციას
ფლობს, მაგრამ უჭირს მისი დალაგება, ლოგიკურად გადმოცემა
|
შეუძლია გეგმის
მიხედვით წარმოადგინოს საპრეზენტაციო საკითხი, ვერ იცავს დროის ლიმიტს.
|
შესავალი
საინტერესოა,ავლენს შემოქმედებით უნარს, დაცულია ლოგიკური ჯაჭვი, გამართულია
ტემბრი, იცავს დროის ლიმიტი
|
წინად.კონსტრუირება
|
არ შეუძლია წინადადების
მიზნობრივად კონსტრუირება, უჭირს სათქმელის გადმოცემა
|
აგებს მარტივ
კონსტრუქციებს, მაგრამ უშვებს სინტაქსურ და სტილურ შეცდომებს
|
ფლობს სინტაქსური
სინონიმიკის ელემენტებს, სტილი გამართულია
|
შესაბამისად
იყენებს წინადადების ტიპებს შინაარსისა და აგებულების მიხედვით, არჩევს თემის
შესაბამის სტილს, გააჩნია ორიგინალური თხრობისა და მეტყველების მანერა
|
ისტ-ის მიზნობრივი
გამოყენება
|
არ ფლობს
კომპიუტერზე მუშაობის ძირითად პრინციპებს
|
დახმარებით
შეუძლია მითითების მიხედვით შესაბამისი პროგრამის გამოყენება
|
იცის საოფისე
პროგრამები, შეუძლია მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება დავალების შესრულებისას
|
სრულყოფილად ფლობს
ისტ-ის გამოყენების ტექნიკას, შეუძლია შექმნას სასწავლო და დამხმარე
მასალები
|
გაკვეთილში ჩართულობის შეფასების რუბრიკა
ქულები და
კრიტერიუმები
|
9-10
|
7-8
|
4-5-6
|
3-2-1
|
აქტიური
მონაწილეობა
|
ყოველთვის
მონაწილეობს და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
|
ყოველთვის
მონაწილეობს
|
ხშირად
მონაწილეობს
|
იშვიათად ან
საერთოდ არ მონაწილეობს
|
გამართული და
სწორი მეტყველება
|
გამართულად
მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს
ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს
|
გამართულად
მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
|
იცავს
მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს
|
არ იცავს
მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
|
საკუთარი აზრის
დასაბუთებულად წარმოდგენა
|
ყოველთვის
დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
|
თითქმის ყოველთვის
ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
|
სირად ახერხებს
საკუთარი აზრის დასაბუთებას
|
უჭირს გამართულად
საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
|
სხვისი აზრის
პატივისცემის დემონსტრირება
|
უსმენს სხვებს და
საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს
სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას
|
უსმენს სხვებს და
საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
|
უსმენს სხვებს და
აცდის საუბრის დამთავრებას
|
არ უსმენს სხვებს
და არ აცდის
საუბრის დამთავრებას
|
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
პასუხობს თემას
|
1
|
ფლობს აუდიტორიას
(იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
|
2
|
საუბრობს
გამართულაი ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
|
2
|
იყენებს
განსხვავებულ წყაროებს
|
2
|
დარებს მოვლენებს,
ფაქტებს, საგნებს
|
1
|
იყენებს
თვალსაჩინოებას
|
1
|
იცავს დროის
ლიმიტს
|
1
|
დისკუსიის შეფასების რუბრიკა
მკაფიოდ და
გასაგებად აყალიბებს აზრს
|
2
|
მსჯელობს
არგუმენტირებულად
|
2
|
აკეთებს დასკვნებს
|
2
|
იყენებს
არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს (თვალით,ჟესტებით, ხმით)
|
2
|
კორექტულია
ოპონენტის მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს
|
2
|
ტექსტზე მუშაობის
შეფასების რუბრიკა
ტექსტში
ახარისხებს ინფორმაციას
|
2
|
ამოიწერს/მონიშნავს
და განმარტავს მთავარ სიტყვებს/ცნებებს
|
3
|
ტექსტის
დასამუშავებლად და გასააზრებლად იყენებს სქემებს, დიაგრამბს, აზრობრივ რუკებს
|
3
|
მსჯელობს და
აკეთებს შესაბამის დასკვნებს
|
4
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
ჯგუფის ყველა
წევრი ჩართულია
|
1
|
ჯგუფის წევრები უსმენე
ერთმანეთს
|
2
|
ჯგუფის წევრები
თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)
|
2
|
ჯგუფი
პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნებს
|
2
|
ჯგუფი პასუხობს
შეკითხვებს
|
2
|
ჯგუფი იცავს დროის
ლიმიტს
|
1
|