ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების მიმართულებისმიმცემი საკვანძო კითხვებისდა განმავითარებელი შეფასებისფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით; როგორ მომერგო ჩემი პროექტისთვის საკვანძო და შინაარსობრივი კთხვები, გავიაზრეთ თუ როგორ შევაფასოთ ნამუშევრები, მოძიებული ინფორმაციები. როგორ გავწეროთ დროში შეფასების გეგმა.
როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის?
მეოთხე მოდულის ძირითადი საკითხები:
- მოსწავლის მიერ პროექტის დაგეგმვა და განვითარება მოითხოვს:
- სასწავლო პროექტის შესაბამის, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე პასუხების გაცემას
- ცნებების, უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გააზრებას
- მაღალი სააზროვნო დონისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დემონსტრირებას
- ცხოვრებისეულ რეალობასთან კავშირების დამყარებას
- ტექნოლოგიების ეფექტურად და ადეკვატურად გამოყენებას
- კონკრეტული ტექნოლოგიური საშუალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მის ძლიერ მხარეებს, თემატიკასთან და სასწავლო ამოცანებთან შესაბამისობას უნდა დაეფუძნოს. პროექტების შესაბამისი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების საშუალებებია:
- პრეზენტაციები: ინფორმაციის ზეპირი წარმოდგენისთვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს, ხმოვან ეფექტებს, ვიდეოებსა და სხვა რესურსების ბმულებს
- პუბლიკაციები: ტექსტური კომუნიკაციისთვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს
- ვიკის ვებგვერდები ონლაინ: ტექსტზე ორიენტირებული მასალა, რომელთა რედაქტირება ერთდროულად რამდენიმე ადამიანს შეუძლია
- ბლოგები ონლაინ: ტექსტური ჟურნალი, რომლებიც მოელის პასუხებს მკითხველისგან
No comments:
Post a Comment