Saturday, 20 April 2019

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ drive-ში მუშაობა. გავუკეთეთ სხვების პრეზენტაციას  კომენტირება და ისევ გავუგზავნეთ იმ პიროვნებას რომლის პრეზენტაციაც დავათვალიერეთ.
   განვიხილეთ საავტორო უფლებებზე ინფორმაცია( რა არის საავტორო უფლება, რას ითვალისწინებს და რომელი წლებიდან ითვლება საჯაროდ და რომელი არა). შემდეგ ვისაუბრეთ მოსწავლის ნამუშევრის პრეზენტაციაზე და უნდა გავაკეთოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.

მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით...



მეხუთე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • შეფასება ინტეგრირებული უნდა იყოს საპროექტო დავალებებში და უნდა შეესაბამებოდეს შეფასების მიზნებს.
  • მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები უნდა მოიცავდეს შინაარსობრივ ნაწილს და, ასევე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განსაზღვრავდეს, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები შედის პროექტში.
  • რუბრიკა წარმოგვიდგენს ამოცანების მახასიათებლებს (მარცხენა სვეტი) და აღწერით ნაწილს (მარჯვენა სვეტი) და მიგვითითებს შესრულების სტანდარტზე.
  • გამოიყენეთ შემაჯამებელი შეფასების ფორმები პროდუქტისა და შესრულების ხარისხის შეფასებისთვის.
  • ქვემოთ წარმოდგენილი რეკომენდაციები დაგეხმარებათ შეფასების ფორმების შექმნისა და მოდიფიცირების პროცესში (Airasian, 1991):
  • შეასრულეთ დავალება მოსწავლის ნაცვლად;
  • შეამოწმეთ, შეესაბამება თუ არა ამოცანის მახასიათებლები (მარცხენა სვეტში) მიზნებს;
  • შეზღუდეთ მახასიათებლების რაოდენობა;
  • მიიღეთ კოლეგებისა და მოსწავლეების უკუკავშირი;
  • აღწერითი ნაწილი დაწერეთ მოსწავლეთათვის გასაგებ ენაზე;
  • თავი აარიდეთ ბუნდოვანი სიტყვების გამოყენებას;
  • შეამოწმეთ მახასიათებლების თანმიმდევრობა.

No comments:

Post a Comment